ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
რა მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერისთვის აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევის გაუქმება – გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში ჯო ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერებისთვის დაგეგმილ ვახშამს ირაკლი კობახიძე აღარ დაესწრება. ოფიციალურად გაგზავნილი მოსაწვევი გაუქმებულია და მას მიღებაზე აღარ ეპატიჟებიან.
თემა განსხვავებულად აღიქვეს თბილისში. მმართველი გუნდი შანტაჟზე და ზეწოლაზე საუბრობს. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ასე ამერიკამ „ქართულ ოცნებას“ მკაცრი გაფრთხილება კიდევ ერთხელ მისცა.
პარალელურად, გავრცელდა კიდევ ერთი ინფორმაცია – ამერიკაში საქართველოს ელჩის მხრიდან პოსტის დატოვების შესახებ, რაც საგარეო უწყებაში არ დაადასტურეს.