ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა.
„ბაფტას“ მომავალი კინოდაჯილდოების ფავორიტი სამეცნიერო ფანტასტიკური ბლოკბასტერი „დიუნი“ გახდა. დენი ვილნევის ნამუშევარი 11 ნომინაციაზეა წარდგენილი. მეორე ადგილს რვა ნომინაციით ჯეინ კემპიონის „ძაღლის ძალა“ იკავებს, მესამე ადგილზე კი კენეტ ბრანას „ბელფასტია“.
საზეიმო ცერემონიას 13 მარტს ლონდონი უმასპინძლებს.