„ემი 2019“-ის ნომინანტები 

„ემი 2019“-ის ნომინანტები ცნობილია.

„ეიჩბიოს“ სერიალი, „სამეფო კარის თამაშები“ 32 ნომინაციაზეა წარდგენილი, „საოცარი მისის მეიზელი“ – 20 -ზე, ხოლო „ჩერნობილი“ – 19 ნომინაციაზე.

დასახელდა საუკეთესო დრამატული სერიალის, საუკეთესო მსახიობი ქალისა და მამაკაცის ნომინანტები. ასევე ცნობილია საუკეთესო მინი-სერიალის ნომინაციაზე წარდგენილი სურათები.

„ემის“ 71-ე დაჯილდოების ცერემონია, 22 სექტემბერს გაიმართება.

თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.