ია კერზაიას საქმის გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს მისი შვილი, ბაჩანა შენგელია. მან პროკურატურაში განცხადება შეიტანა და საქმის ფიგურანტების ხელახლა გამოკითხვის საჭიროებაზე ისაუბრა. შენგელიას განცხადებით, ამის ერთ-ერთი საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული სუს-ის ფაილები უნდა გახდეს, რომლებშიც საუბარია მასწავლებლებზე წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ზეწოლაზე.
შეგახსენებთ, ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი, ია კერზაია.