B ჰეპატიტით ინფიცირებულებისთვის ახალი პროგრამა იწყება.
მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ მოქალაქეები, რომლებსაც მკურნალობის კურსის გავლა ესაჭიროებათ. საუბარია პრეპარატებზე, რომლებიც, C ჰეპატიტის პროგრამის მსგავსად, დაავადების პროგრესირებას აჩერებს. ბოლო მონაცემებით, პროგრამის ამოქმედების შემდეგ უფასო დიაგნოსტიკა 1000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა, დაავადება 600 მათგანს დაუდასტურდა. ყველა მათგანი ახლა შესაბამისი მედიკამენტების მოლოდინშია. წამლების მარაგი ქვეყანამ უკვე მიიღო. პროგრამა 2002 წლამდე დაბადებულებზე გავრცელდება. 2002 წლის შემდეგ საქართველოში B ჰეპატიტზე აცრა გეგმიურ ვაქცინაციაში შედის.