საქართველო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს წლიურ შეხვედრას პირველად მასპინძლობს. პირველი პანელი დაეთმო საქართველოს გადამწყვეტი როლის განხილვას დაკავშირებადობის კონტექსტში, აქცენტები გაკეთდება ევროპულ დაკავშირებადობასა და შუა დერეფანზე. სემინარი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა, ასევე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გახსნეს.