აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს 5-დან 7 %-მდე ზრდის.

ბანკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ გეოპოლიტიკური რისკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას. ეს კი ქვეყნისთვის ხელსაყრელი წინაპირობაა გააგრძელოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება. ამასთანავე, დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში შემოსავლების 18.5%-ით ზრდის შედეგად აღმოიფხვრა ფისკალური დეფიციტი. დაბალანსებულმა ბიუჯეტმა და სტაბილურმა ლარმა კი მიმდინარე წლის შუაში, მშპ-ში სახელმწიფო ვალის წილი 38.9%-მდე შეამცირა, რაც გასულ წელს 39.2% იყო.