ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი

21:46, 10.02.2023

როგორ უნდა გაიზარდოს ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა – დერეფნის 13 წევრი ქვეყანა ტრასეკას მომავალზე დღეს ერთად მსჯელობდა.

თბილისში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთი წლით ტრასეკას მთავრობათშორის კომისიას საქართველო უხელმძღვანელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში დერეფნის წევრი ქვეყნებისთვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკა შემუშავდება და გადაზიდვების მაჩვენებლის გასაზრდელად ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ევროპა-აზიის დერეფნის, როგორც ევროპის ენერგომომარაგების და სატრანსპორტო გადაზიდვების ალტერნატიული გზის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.

 

მსგავსი