42° პარალელი - რუსეთის საინფორმაციო ომი ამერიკის წინააღმდეგ / ტრამპი გლობალიზაციის წინააღმდეგ / BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში / რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიების პოპულარიზაცია
  • რუსეთის საინფორმაციო ომი ამერიკის წინააღმდეგ – რა გავლენა მოახდინა კრემლმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინა საარჩევნო კამპანიაზე 2016 წელს? ფედერალური ბიუროსა და „ვაშინგტონის ყველაზე გავლენიან ადამიანად“ წოდებული, პროკურორ რობერ მიულერის გამოძიებამ რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროექტ „ლახტას“ ნათელი მოჰფინა. ეს პროექტი ამერიკულ დემოკრატიაზე დეზინფორმაციის ვირუსით შეტევას ისახავდა მიზნად. ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა საიდუმლო კავშირი ტრამპის საარჩევნო შტაბსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის ამ დრომდე არ დადასტურებულა. ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი
  • ტრამპი გლობალიზაციის წინააღმდეგ – 26 ივლისს ჟან-კლოდ იუნკერი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი არ იქნება. ევროკავშირს მოუწევს ამერიკული სოიოს და თხევადი აირის შეძენა, რათა, ამერიკული ტარიფები აღარ გავრცელდეს ევროპულ ავტომობილებზე. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საეჭვოა რომ დონალდ ტრამპმა შეწყვიტოს სავაჭრო ომები მათ შორის ამერიკის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან. ტრამპმა დაუწესა ტარიფები გარკვეულ პროდუქციაზე ჩინეთს, კანადას, ევროკავშირს და მექსიკას. როგორც ჩანს ტრამპი გაჩერებას არ აპირებს. რა იდეოლოგია და ეკონიმიკური არგუმენტები დგას ტრამპის სავაჭრო ომების უკან, რატომ იბრძვის ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ და რა რამდენად შედეგის მომტანია ეს სტრატეგია აშშ-ისთვის და მსოფლიოსთვის, ამის შესახებ ტატო ხუნდაძე მოგვითხრობს.
  • BRICS-ის სამიტი იოჰანესბურგში – როდესაც დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, BRICS-ის ქვეყნები ერთხმად შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაცვაზე და შესაბამისად, სავაჭრო ომებისა და პროტექციონისტული პოლიტიკის უარყოფაზე. ისინი შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო მშვიდობისთვის სხვადასხვა აქტორთა ცალმხრივი გადაწყვეტილებები დამაზიანებელია და მას მრავალმხრივ თანამშრომლობას ამჯობინებენ. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • რადიკალური პოლიტიკური იდეოლოგიების პოპულარიზაცია – რას ეფუძნება ტრამპის ყოფილი მთავარი სტრატეგიული მრჩევლის, სტივ ბენონის მიზნები ევროპასთან მიმართებაში? რა იწვევს რადიკალური განწყობების ზრდას და პოპულისტური პოლიტიკური ჯგუფების პოპულარიზაციას დასავლურ საზოგადოებებში? რა შეიძლება იყოს გამოსავალი შექმნილი კრიზისული ვითარებიდან? რა გამოხატულებას პოულობს დასავლური პოლიტიკური პროცესი საქართველოში? საუბარი ბაქარ ბერეკაშვილთან

42° პარალელი