აზიის განვითარების ბანკის 56-ე წლიური შეხვედრა

აზიის განვითარების ბანკის 56-ე წლიური შეხვედრა კორეაში, სადაც იმყოფება ქართული დელეგაცია ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ლაშა ხუციშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით და აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი კვლავ განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას. ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2024 წელს.