საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო რეგიონული სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები.