ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი მკაცრდება

4 სექტემბრიდან მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდება.

გამონაბოლქვი სპეციალური აპარატით შემოწმდება. პროექტი საპილოტეა და თავდაპირველად ის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში იმოქმედებს. შესაბამისი ავტომობილებით და აპარატურით აღჭურვილ ეკიპაჟს უფლება ექნება, რომ ნებისმიერი მძღოლი გააჩეროს და გამონაბოლქვის შემცველობა შეამოწმოს და ეჭვის დადასტურების შემთხვევაში ჯარიმა გამოწეროს. სანქციები გაზრდილია. სამი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტის მთავარი მიზანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. სტატისტიკური კვლევებით, ჰაერის დამაბინძურებელ წყაროებს შორის პირველ ადგილს სწორედ ავტომობილების მავნე გამონაბოლქვი იკავებს.