ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ გადაიხადა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. პარაკლისს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო.