ავტოკატასტროფა თურქეთში - თერთმეტი დაღუპული და ორმოცდაოთხი დაშავებული
11 ადამიანი დაიღუპა, თურქეთში ავტოკატასტროფის შედეგად, დაშავებულია – 44. შემთხვევა თურქეთის პროვინცია ესკიშეჰირში მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
მგზავრები ექსკურსიაზე მიდიოდნენ, როცა მაგისტრალზე ავტობუსი ხეებს შეეჯახა. პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.
ავტობუსის მძღოლი და მისი თანაშემწე დაკავებულები არიან.