ავტოფარეხების დემონტაჟი შარტავას ქუჩაზე

საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩის ნომერ 4-6-ის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. პირველ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა და 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი დაიგო. მოეწყო კალათბურთის მინი მოედანი და დასასვენებელი სივრცე. დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი ზონები და დაირგო ხე-მცენარეები.