ქუჩის რეაბილიტაცია

ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. მათ შორის, განახლდა საკომუნიკაციო კომპანიების, „თელასის“, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“, „ახალი ქსელების“ და „პისი მაქსის“ ქსელები. მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ლამპიონები. 1 200 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.