ავტობანზე, გორთან ახლოს მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მიემართება სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მომხდარის გამო ავტობანზე საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია.