ავტოავარიების სტატისტიკა

122 დაღუპული და 2 500-მდე დაშავებული – ასეთია წლის მესამე კვარტალში მომხდარი ავარიების შედეგები.

ივლის-აგვისტო-სექტემბრის მონაცემები თითქმის წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლების ანალოგიურია. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება. საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების და ჯარიმების გაზრდის მიუხედავად, პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება. საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტები გამოსავალს სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევის ქულათა სისტემაზე მიბმაში ხედავს.