ავთანდილ წერეთელი წარდგენილ ბრალდებას აბსურდად მიიჩნევს

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ავთანდილ წერეთელი აბსურდად მიიჩნევს. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფება და დღეს პროკურატურაში მის ნაცვლად თავად გამოცხადდება.