ავსტრიის კანცლერის გზავნილები - გამოხმაურება

ევროპელი ლიდერის გზავნილი, რომელიც საქართველოს მიმართ უკრაინელი მაღალჩინოსნების მძიმე ბრალდებას მთლიანად აქარწყლებს.

საქართველოში პირველად ჩამოსული ავსტრიის კანცლერის განცხადება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. იგულისხმება კარლ ნეჰამერის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც მან ოკუპაციის და რუსეთის მუდმივი ზეწოლის პირობებში უკრაინის მიმართ საქართველოს პოზიციონირება დადებითად შეაფასა და ქართული მხრიდან ევროკავშირის ფინანსური სანქციების მხარდაჭერაც განსაკუთრებულად გამოყო. უკრაინიდან ცალკეული პირები მტკიცებულებების გარეშე საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლაში პერმანენტულად ადანაშაულებენ და ოფიციალური კიევის მიმართ თბილისის პოზიციონირებას მუდმივად აკრიტიკებენ. ავსტრიის კანცლერის გზავნილს ოპოზიციის ნაწილიც ეთანხმება, გასხვავებით რამდენიმე ოპოზიციური პარტიისგან, რომლებიც უკრაინელი მაღალჩინოსნების ნარატივს იმეორებენ.