ავსტრიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის ფედერალურ კანცლერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა ფუნიკულიორის საბაგირო რკინიგზით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. დღის ბოლოს კი პრემიერ-მინისტრმა ფედერალური კანცლერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.