ავლაბრის რეზიდენციის ახალი ფუნქცია  

რა სტატუსი და ფუნქცია ექნება მომავალში ავლაბრის სასახლეს – საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფის ფორმატში უკვე დაიწყო.

პირევლი შეხვედრა დღეს იმართება. ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან შედგება, თუმცა პირველ სამუშაო შეხვედრას მოწვეული სტუმრებიც ესწრებიან,  მათ შორის ავლაბრის სასახლის პროექტის ავტორი, გიგა ბათიაშვილი.

რაც შეეხება ვერსიებს, ერთ-ერთი ვერსია რომელზეც ჯგუფი მსჯელობს, სასახლეში კულტურის ეროვნული მუზეუმის განთავსებაა, თუმცა განიხილება ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც, კულტურის მუზეუმის პარალელურად, სასახლეს მაღალი რანგის სტუმრების მიღებისა და შესაბამისი ღონისძიებების გამართვის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს.

დეტალებით თამარ წიკლაური ჩაგვერთვება.