„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ - ერთ კვირაში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება
კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველოს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მძიმე სტატისტიკური მონაცემები აქვს.
საგანგაშოდ დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი და ეს მაშინ, როდესაც ტვინდემიის რისკი ყოველდღიურად იზრდება. თუ მოსახლეობის 90 % პირბადეს გაიკეთებს, ეპიდემიოლოგები დეკემბრის ბოლომდე 200 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას პროგნოზირებენ. აქტიურდება მოწოდებები გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. რთული ეპიდვითარების ფონზე, ნოემბრის ბოლოდან ე.წ. მწვანე პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის შეზღუდვები მსუბუქდება. იხსნება საათობრივი შეზღუდვა რესტორნების მუშაობაზე. თეატრებში, კინოთეატრებსა და ოპერებში კი მაყურებელთა რაოდენობა 30-იდან 50 %-მდე იზრდება.