თბილისის აეროპორტში ავიამიმოსვლა აღდგა. დილიდან შესრულდა ყველა დაგეგმილი რეისი. ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, აეროპორტი შეფერხებით ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა და თბილისის მიმართულებით რეისები ვერ სრულდებოდა. საჭირო გახდა სხვა ქალაქების აეროპორტების გამოყენება. დღის განმავლობაში შოთა რუსთაველის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ლაინერი დაჯდა.