ავიამიმოსვლა რუსეთთან - „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადება

დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერი სანქციების არდაწესებისა და ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, იფიქროს ქვეყნის გადარჩენაზე და მოქალაქეების დაცვაზე და მთავრობა ამ ვალდებულების შესრულებას გააგრძელებს.

პრემიერმა გაიხსენა 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდიც, როდესაც, მისივე თქმით, ავიაკომპანია „აირზენას“ ხელმძღვანელობა, საქართველოს მაშინდელი მთავრობის დავალებით, რუსეთთან ფრენების აღდგენის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ეს ინფორმაცია დღეს „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმაც დაადასტურა.