შურისძიება თუ უბედური შემთხვევა. რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.
ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. მგზავრების სიაში იყო თავად პრიგოჟინიც. ჯერ ოფიციალურად მისი სიკვდილი კრემლში არ დაუდასტურებიათ, თუმცა დასავლეთში უკვე საუბრობენ პუტინის შურისძიებაზე.