ავღანეთში უსაფრთხოების მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
რადიკალური დაჯგუფება „თალიბანი“ ავღანეთის პროვინციებს უტევს და უკვე ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. თალიბი მებრძოლების თავდასხმის სამიზნე გახდა ავღანეთის მთავრობის მაღალჩინოსანი. ავღანეთის არმია რადიკალური დაჯგუფების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. გაეროში აცხადებენ, რომ ავღანეთის ომი უფრო ლეტალურ და დამანგრეველ ფაზაში შევიდა. აშშ-ის და ბრიტანეთის მთავრობები საკუთარ მოსახლეობას მოუწოდებენ, ავღანეთი დაუყოვნებლივ დატოვონ.