ავღანეთში რადიკალური ტერორისტული ჯგუფები გააქტიურდნენ. თავდასხმის ობიექტი, ძირითადად, ავღანეთის არმია და საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ბაზებია.
ავღანეთის არმიის სამხედრო ობიექტებზე შეტევებს „თალიბანი“ და ე.წ. ისლამური სახელმწიფო ახორციელებენ.
მოსახლეობა უსაფრთხოების პირობების გამო მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტერორისტულ თავდასხმებს რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.