ავღანეთის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერათში მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ქალია. დაშავებულია ცხრა ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი ძალოვნების ცნობით, ბომბი მიკროავტობუსის საწვავის ავზზე იყო მიმაგრებული. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.