თბილისში 33 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს. ავჭალაში, მეწყერსაშიშ ზონაში მდებარე ცხრასართულიანი კორპუსი ნელ-ნელა მიწით ივსება. კორპუსის დემონტაჟზე ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გაცემულ დასკვნაშია საუბარი.
სპეციალური კვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ შენობაში ყოფნა საშიშია და ის ბინადრებისგან უნდა დაიცალოს.
საგანგაშო და კრიტიკული მდგომარეობის მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილი ბინების დატოვებაზე და ალტერნატიულ ფართებზე უარს ამბობს.
მრავალწიანი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი წინა კვირასაც უშედეგოდ დასრულდა.