სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს. პროექტს ადგილზე თბილისის მერი გაეცნო. ოთხსართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად, ათსართულიანი საცხოვრებელი სახლი და მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა. სახლის ძირითადი კონსტრუქციული სამუშაოები დასრულებულია. გარემონტებული საცხოვრებელი ფართები მესაკუთრეებს ოქტომბრის თვეში გადაეცემათ.