თბილისის საკრებულომ დედაქალაქისთვის ისტორიული გადაწყვეტილება – ავარიული სახლების ჩანაცვლების წესი დაამტკიცა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში პროგრამისთვის ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია. ავარიული სახლების ჩანაცვლების ეს ახალი პროგრამა ეხება ყველა ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს მთელი თბილისის მასშტაბით. თუმცა, ერთადერთი გამონაკლისი კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობები იქნება. ასეთ შენობებს რეაბილიტაციას სხვა პროექტის ფარგლებში ჩაუტარებენ.
პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ მხოლოდ მიმდინარე წელს 20 მილიონი ლარი გამოყო, თანხა მოთხოვნის შესაბამისად შესაძლოა დაკორექტირდეს.
გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.