ხაშურის მცხოვრებლები მდინარე მტკვარზე გამავალი დაზიანებული ხიდის აღდგენას ითხოვენ.
ხალების ავარიული ხიდი ხაშურის მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრთან ექვს მაღალმთიან სოფელს აკავშირებს. დასკვნის საფუძველზე, ხაშურის მერიამ ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამბობს, რომ ალტერნატიული გზა, გაცილებით გრძელი და მოუწესრიგებელია. მოსახლეობა ხიდის აღდგენას ითხოვს და საფრთხის მიუხედავად ამ გზით გადაადგილებას მაინც განაგრძობდა. თუმცა, რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, ხაშურის მერიამ, უსაფრთხოების არგუმენტით მიიღო გადაწყვეტილება ხიდზე გადაადგილება შეეზღუდა და ადგილზე ლითონის ჯებირი აღმართეს.
როდის განხორციელდება ხიდის დემონტაჟი და რატომ ამბობს უარს მოსახლეობა ალტერნატიულ გზაზე, ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი არკვევდნენ.