რატომ გახდა აუცილებელი თბილისში საბავშვო ბაღის დემონტაჟი, რომელსაც რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა.
ექსპერტიზის დასკვნით ნაგებობა ავარიულია, თუმცა მის შეკეთებაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 2016 წელს სამასი ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. 109-ე ბაღის თანამშრომლები და აღსაზრდელების მშობლები დაწესებულების დახურვას მეორე დღეა აპროტესტებენ. მათ ეჭვი აქვთ რომ შენობა არ არის ავარიული და პროცესი ადგილზე კომერციული პროექტის განხორციელებას ემსახურება.
როგორია მერიის პასუხი – მაკა ლაშხიას სიუჟეტი.