ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

სტაბილურია იმ დაშავებული მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმი განმარტავს, რომ მოზარდი კლინიკაში ტერფის მძიმე დაზიანებით შეიყვანეს, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულ არასრულწლოვანს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა აღმოუჩინეს.