საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე

თბილისში აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. თარიღთან დაკავშირებით, დილიდან სიმბოლური ველოგარბენი გაიმართა. სტარტი ღონისძიებამ ვაკის პარკიდან აიღო. გარბენი პირველი რესპუბლიკის მოედანზე დასრულდება.

დღის მთავარი მოწოდება კი არის ის, რომ მოქალაქეებმა ერთი დღით პირადი ავტომობილით სარგებლობისგან თავი შეიკავონ, გადაადგილდნენ ფეხით ან გამოიყენონ ალტერნატიული და ჯანსაღი ტრანსპორტი – ველოსიპედი.

საერთაშორისო ღონისძიების შესახებ დეტალებს გეგი კიკაბიძე გაგვაცნობს.