ავარია კასპთან

ერთი ადამიანი დაიღუპა სოფელ ფერმასთან მომხდარი ავარიის შედეგად.

ცენტრალურ მაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა. დაშავებულია 13 ადამიანი, მათგან 1 მცირეწლოვანი, 5 კი მოზარდია.

გარცელებული ინფორმაციით, ავტობუსი ახალქალაქი-რუსთავის რეისს ასრულებდა. შეჯახება ავტობანზე, სოფელ ფერმასთან მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გამოძიება უკვე დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით იძიებს. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი მცხეთისა და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობენ.

რა გახდა ავარიის მიზეზი და როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა – მარიამ მენაბდე ცდილობს დეტალების გარკვევას.