მლეთაში, საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 500-მდე ტრაილერი რჩება

რუსულმა მხარემ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 400-მდე სატვირთო მანქანა გაატარა, თუმცა ამ დროისათვის მლეთაში 500-მდე ტრაილერი რჩება, რომელიც საკუთარ რიგს ელოდება. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ რუსულმა მხარემ  შეზღუდვა ისევ არ გაამკაცრა, მანქანებმა საზღვრის გადაკვეთა ორი დღის განმავლობაში უნდა შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ ტურისტულ სეზონზე რუსულმა მხარემ ლიმიტი დააწესა, რომლის საფუძველზეც 400-ის მაგივრად დღეში 180 სატვირთო მანქანას ატარებენ, ეს კი საბაჟო-გამშვები პუნქტისკენ მიმავალ გზაზე კილომეტრიან საცობებს ქმნის.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სატვირთო მანქანებს საზღვარზე დროულად გადასვლის საშუალება არ ეძლევათ. ვითარებას ის ფაქტი ართულებს, რომ მანქანების ნაწილი მალფუჭებადი პროდუქტით არის დატვირთული.