აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ „საქართველოს ბავშვები“ და ბავშვთა შემეცნებით-გასართობმა სივრცემ „ანდიო ლენდი“ ერთობლივი ღონისძიება გამართეს. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და აუტიზმთან დაკავშირებული არასწორი წარმოდგენების შეცვლა. გასართობ სივრცეში მისულ ადამიანებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის საშუალება ექნებათ.