„აუტიზმის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები“. თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები უძღვებიან. განიხილება ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.
კონფერენცია განკუთვნილია დაინტერესებული პირებისთვის და მშობლებისთვის, ასევე სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის.
ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია -„პირველი ნაბიჯი“. ღონიძიებები „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით იმართება.