აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

სტიგმა – ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მთავარ გამოწვევად მიიჩნევენ.

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. უკვე წლებია, აუტიზმის მქონე მოზარდები მერიის პროგრამებით სარგებლობენ. თუმცა 18 წლის ასაკის შემდეგ პროგრამა ჩერდება. ოჯახების მთავარი მოთხოვნაა, რომ სპეციალური თერაპიით უფასოდ სარგებლობის უფლება 18 წელს გადაცილებულ პირებსაც მიეცეთ, რაც მათი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიზნით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია.