აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად ეწვია ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს „ფაზლი“. ისინი „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ ჩართულ ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპს გაეცნენ, დაათვალიერეს გარემო, სადაც ბავშვები და მოზარდები თერაპიას გადიან.