აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის 2018 წლის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა დეპუტატებს 2018 წლის ანგარიში წარუდგინა. ერეკლე მექვაბიშვილის ინფორმაციით, გასული წელი უწყებისთვის ანგარიშების მომზადების კუთხით რეკორდული იყო. მომზადდა 90 დოკუმენტი, მათგან 33 ანგარიში გადაეგზავნა სამართალდამცავ სტრუქტურებს. 26 პრობლემური ანგარიში კი ეხებოდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მექვაბიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების შემოწმება მიმდინარე წელსაც მიმდინარეობს, მზადდება ეფექტიანობის ანგარიშებიც რამდენიმე მიმართულებით.