მეტი დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური გაძილერება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მომავალი 5 წლის სტრატეგია წარადგინა. პრიორიტეტებზე ქვეყნის მთავარმა აუდიტორმა ისაუბრა. 2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, განვითარების სტრატეგია პასუხობს იმ გამოწვევებს, სამომავლო აქტივობებსა და ამოცანებს, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის პროექტით „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“. პროექტის მიზანი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობისა და პროფესონალიზმის შემდგომი გაძლიერებაა.
ავტორი -
მიშა ფეიქრიშვილი