აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებზე შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს
დღეს აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებზე, შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.
მთავარი აუდიტორის განცხადებით, ტენდენცია შენარჩუნებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი პოლიტიკური პარტიის –ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს შემომწირველების გამოკითხვა.
ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, შემომწირველებისთვის, გამოკითხვის ოქმის ჩაბარების მხრივ, ტენდენცია გაუმჯობესებულია. წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებზე, საბოლოო დასკვნას აუდიტის სახელმწიფო სამსახური ორი თვის ვადაში გამოაქვეყნებს.