სოფლის მეურნეობის მინისტრი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს სოფელ ჩუმლაყში გაეცნო.
ლევან დავითაშვილი ფერმერებს, სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლებსა და ექსპორტიორებს შეხვდა. კახეთში ატმის რეალიზაციის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს, მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი; ფიტოსანიტარები აქტიურად არიან ჩართული; სამაცივრე მეურნეობებში იმყოფებიან საბაჟოს წარმომადგენლები, რათა ექსპორტი შეუფერხებლად განხორციელდეს. ხელისუფლების ხელშეწყობით მოქმედებს მწვანე დერეფნის პრინციპი, რის საფუძველზეც პროდუქტი შეუფერხებლად მიდის ლარსის საბაჟო პუნქტამდე. კახეთში, ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, ადგილობრივ მუშახელთან ერთად, საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც არიან დასაქმებული.