12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ბუსტერის გაკეთების ნებართვა გასცა ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ. მესამე დოზის გასაკეთებლად, მეორე აცრიდან დასაშვები ინტერვალი ექვსი თვიდან ხუთ თვემდე შემცირდა. მედიკამენტების სააგენტომ ასევე დასაშვები გახადა ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება სუსტი იმუნიტეტის მქონე 5-დან 11 წლის ასაკის ბავშვებში. სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განსახილველად აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა საბჭო 5 იანვარს შეიკრიბება.