გაეროს ტრიბუნასთან დღეს საქართველოს პირველი დიპლომატი წარდგა.
მიხეილ ჯანელიძე უშიშროების საბჭოში დაგეგმილ დებატებში მონაწილეობს. გამოსვლის ძირითადი ნაწილი ოკუპაციის თემას მიეძღვნა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მკაცრად დაგმო. მაიკ პომპეოსგან თბილისმა რამდენიმე მკაფიო გზავნილი მიიღო: ვაშინგტონი რუსეთს საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, ამერიკა ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ელოდება და ქართულ მხარესთან სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებას აპირებს. ოფიციალურ თბილისს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ ამერიკელი სენატორებიც, რომლებსაც გიორგი კვირიკაშვილი დღეს შეხვდა. რონ ჯონსონი და კრის მერფი ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ქეთი ქაშაკაშვილი ვაშინგტონიდან.