„ღრმად ვართ შეშფოთებულები კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს პარლამენტში“, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მეთიუ მილერის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას. მილერის განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.