აშშ-ის სენატში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი.

მოსმენისას ხაზი გაესვა ნატო-ს მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ნატო მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.